aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“გამოსავალი ევროპული კოალიციაა” – შესაძლოა თუ არა “ევროპული საქართველოს” და “ოცნების” კოალიცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი აუცილებელი გახდება რომელიმე პარტიასთან კოალიციში შესვლა, ეს არ იქნება “ქართული ოცნება.” “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში შესვლა გამორიცხულია:

“ეს არ არის შესაძლებელი. კოალიცია შესაძლებელია დანარჩენ პარტიებთან, – კონკრეტულად, “ლელო,” ელისაშვილი, “გირჩი,” “ნაციონალური მოძრაობა” და არა “ქართული ოცნება.”

“ქართული ოცნება” წასასვლელია ხელისუფლებიდან” – განაცხადა ბობოხიძემ “მეტრონომთან.”

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ევროპული კოალიცია არ ნიშნავს “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას. როგორც იგი განმარტავს, ევროპული კოალიცია იგივეა, რაც პროევროპული ოპოზიციური ძალების კოალიცია.

“ევროპულ კოალიციაში არ შედის “ქართული ოცნება.” ევროპული კოალიცია არის ოპოზიციური პროდასავლური ძალების კოალიცია, რაშიც არ შედის “ქართული ოცნება”. ამ პარტიამ გეზი აიღო ჩრდილოეთისკენ.

გარდა ამისა, “ქართული ოცნება” არის კორმუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ ვთქვით, რომ არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არ შევუქმნით კოალიციას” – აღნიშნა სერგო რატიანმა “მეტრონომთან.”

პარტიასთან ეს კითხვა გააჩინა რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულმა ერთგვარმა მინიშნებამ. პარტიის ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა ფეისბუქ-პოსტი, სადაც “ევროპული საქართველო” გამოეხმაურა “ქართული ოცნების” კომენტარს, რომელიც მმართველმა პარტიამ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეორგოლის პასუხად დაწერა.

“თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა” – წერია “ევროპული საქართველოს ფეისბუქ-გვერდზე.

ეს გამოხმაურება მოჰყვა “ქართული ოცნების” მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას, სადაც იგი ქართულ საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ქვეყანაში დაბრუნებას აანონსებს.

„მიჰა ჰამოდიიი.“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....