ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სააკაშვილის ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა სურს საქართველო ააყვავოს” – ჟორჟოლიანი

„რა ორი წლით აპირებს? სააკაშვილს გეგმები აქვს. ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს, ჩამოვალ, აქ სტაბილურობა იქნება, არ მინდა გაყალბება, – ამ დროს გაყალბების წინააღმდეგ შტაბს ქმნიან, ქმნიან გაყალბების დიდოსტატები და  31 ოქტომბერს არ უყურებენ, ესენი უყურებენ პირველ ნოემბერს. გაყალბების წინააღმდეგ შტაბი არის აქციების შტაბი. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყველა შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები დაიწყებენ, მცდელობა ექნებათ, არჩევნების დელეგიტიმაციისთვის, ასე რომ, ეს ყველაფერი არის პროვოკაცია.”

გია ჟორჟოლიანი – დეპუტატი, სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ. 

იტვირთბა....