ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხომასურიძე პროკურორს შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე  პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს.

ხომასურიძე ამ მოთხივნით ის დღეს პროკურატურის შენობასთან მივიდა, სადაც თავის დაწვა სცადა.

ხომასურიძეს სამედიცინო ხალათი აცვია, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა, რომლებიც პოლიციამ უკვეწაართვა.

როგორც ხომასურიძე ამბობს, ის პროკურორს მასთან შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ თავის დაწვას კიდევ სცდის.

თამაზ ხომასურიძემდღეს პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა. პოლიციამ თამაზ ხომასურიძისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.

შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძე შაქარაშვილის საქმეზე მისი არასწრულწლოვანი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს აპროტესტებს. არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდადა მას ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....