ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თამაზ ხომასურიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა

დღეს დილით პროკურატურასთან სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს მამამ საგამოძიებო უწყებასთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა.

პოლიციამ თამაზ ხომასურიძისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.

ზ.ხ-ს მამა ამ პროტესტით პროკურორთან შეხვედრას ცდილობს.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....