ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკრალში დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ლაითურელი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

არჩილ მჟავიას განცხადებით, დედა-შვილი საჩხერის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის ინფიცირებულის 15 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია, მათ ტესტირება ჩაუტარდათ.

იტვირთბა....