“ჩვენ გვქონდა უფლება ღამის საათებშიც დაგვეკითხა ადამიანი,16 საათიც შეიძლება მიმდინარეობდეს პირის დაკითხვა, გააჩნია შემთხვევას, შესვენების გარეშე არა, შესვენებებით. რაც შეეხება არასრულწლოვანს 10 საათამდე უნდა დაიკითხოს. გარდაცვლილ ადამიანის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, ვეძებდით ადამიანს, რომელიც არ ვიცოდით სად იყო, რა მდგომარეობაში იყო და ა.შ. ახლა როგორ შეიძლება ის ვთქვათ, რომ გამომძიებელს 10 საათის შემდეგ დაკითხვა არ უნდა ჩაეტარებინა”
დავით ყაზარაშვილი – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში, სადაც 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე მორიგი სასამართლო მიმდინარეობდა, არასრულწლოვან ზ.ხ-ს მამასა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა.