“4 პირი იდგა ჩემს სახლთან, დამიძახეს საქმე გვაქვსო, ჩავიცვამ და გამოვალთქო. როგორც კი ჩავედი ერთ-ერთმა დამარტყა და დავეცი. ამბობდნენ ეს ზაუტაშვილის გამო, ესეც მირიანის გამოო. მეორეჯერ ხმას თუ ამოიღებ უარესი მოგივაო. მივმართავ მირიანს (ნიკოლაძეს) ამით ვერ შემაშინებ. ახლა ჩემი ჯერია.”
თამარ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ-ს მამა.
ცნობისათვის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საიდუმლო დაჯგუფება “თეთრი ისარი” შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებას გეგმავს. თამაზ ხომარუსიძემ ნიკოლაძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებებიც რამდენჯერმე გააკეთა, რის გამოც დაკიტხვაზეც დაიბარეს.
თავად ნიკლაძე ხომასურიძის განცხადებებს არასერიოზულად უყურებს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე “ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანის მოგონილია.”