ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის შეეხება 8-დღიანი კარანტინი – პაატა იმნაძის განმარტება

საქართველოში სავალდებულო კარანტინის შემცირებულ, 8-დღიანი ვადა 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე “ფორმულასთან” განმარტავს, ვის შეეხება კარანტინის შემცირებული ვადა.

იმნაძე ამბობს, რომ შემცირებული ვადა უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებს ეხება და არა ადგილობრივად გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტს.

მისივე თქმით, შემთხვევის კონტაქტებზე 15 სექტემბრის შემდეგაც დარჩება ძველი რეგულაციები და ისინი 12-დღიანი კარანტინს გაივლიან

კერძოდ, 8-დღიანი კარანტინი შეეხება იმ პირებსაც, ვინც ქვეყანაში დაბრუნდა და 15 სექტემბრისთვის კარანტინში ყოფნის, სულ მცირე, 8 დღე შეუსრულდა.

.

იტვირთბა....