ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს PCR ტესტის წარდგენა მოუწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელ უცხოელებს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშიგანაცხადა.

გახარიას თქმით, PCR ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს აღებული.

„15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება იქონიონ 72 – საათიანი PCR ტესტი.

ეს გადაწყვეტილება ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაუწესდებათ მსგავსი თხოვნა 15 სექტემბრიდან“,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მიიღეს.

იტვირთბა....