ახალი ამბები მთავარი სპორტი

“კვარაცხელიამ თუ ასე გააგრძელა ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევა”: ვაისი

ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ეროვნულ გუნდს დიდი რესურსი შეემატა. ესტონეთთან მატჩის დროს სოციალურ ქსელში არ წყდებოდა კომენტარები, რომ ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. მატჩის კომენტატორი აღნიშნავდა, რომ მალე, ის შესაძლოა გუნდის ლიდერი გახდეს და ნაკრები მთლიანად მასზე აეწყოს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მიიჩნევს, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელიამ პროგრესი ამ ტემპში გააგრძელა, 19 წლის ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევა.

“ისტორიულად, ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავდა და ასეთია ხვიჩა კვარაცხელიაც. როგორ განვითარდება მისი მომავალი, მხოლოდ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ყველა მატჩში დიდ ხარისხს აჩვენებს, რუსეთის ჩემპიონატშიც თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესოა. თუ ასე გააგრძელებს, საქართველოს ისტორიაშიც შევა,” – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე ტურის მატჩს 8 სექტემბერს, დინამო არენაზე ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. ესტონეთთან კი ნაკრებმა ანგარიშით 1 : 0 მოიგო. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელის პასის შემდეგ გავიდა.

იტვირთბა....