ახალი ამბები სამართალი

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაიბარეს

“აი ეგრეე, ყველას დაგიბარებენ აუცილებლად!” – პასუხობს ნანა ჯღარკავა

რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს – ეს ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა გაავრცელა თავის ფეისბუქის გვერდზე:

„თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს, “განსხვავებული აქცენტებისთვის” მიცემულ ინტერვიუსთან და ჯღარკავა-ბედუკაძის სკანდალურ მიმოწერასთან დაკავშირებით.

– “დღეს 18:00 საათამდე არ მეცლება, შეიძლება, ხვალ მოვიდე?” – ვეკითხები გამომძიებელს, რომელიც ტელეფონზე დამიკავშირდა.

-“არა, უმჯობესია, დღეს მობრძანდეთ, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს საქმის შესწავლა”, – მიპასუხა მან.

– მოკლედ, 18:00-ზე შევთანხმდით.

P.S. – როცა თვითონ უნდათ, დაჩქარებულად ოპერატიულები არიან“. – წერს ბერულავა.

ჟურნალისტის სტატუსი მისმა კოლეგამ, ნინო ჯღარკავამ გააზიარა და პოსტ-სკრიპტუმში კომენტარი მიაწერა: “აი ეგრეე,ყველას დაგიბარებენ აუცილებლად!”

შეგახსენებთ, რომ  საქმე 25 ოქტომბერს გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ნაჩვენებ ფეისბუქ-მიმოწერას ეხება ნინო ჯღარკავასა და ლადო ბედუკაძეს შორის. “სქრინ-შოთები” გადაცემის წამყვანს, ეკა კვესიტაძეს ლაშა ბერულავამ მიაწოდა. მიმოწერის ფაქტი ჯღარკავამ კატეგორიულად უარყო.

იტვირთბა....