ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს.
დაფინანსების მიღების წინაპირობაა, განაცხადის შევსება და მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0), ამასთანავე, არანაკლებ 55 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.
დაფინანსება შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის ხარჯებისთვის:
1) KIU-ში სწავლის საფასურის დაფარვისთვის
თანხა:1125 ლარი სემესტრში
თანხა სტუდენტის სახელზე გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე.
2) KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების საფასურის დაფარვისთვის
თანხა: 250 ლარი.
თანხა, სტუდენტის სახელზე გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე და სტუდენტი
განთავსდება ორადგილიან სტუდიოში (დეტალური ინფორმაცია იხ.ცხრილი1)
3) KIU-ს სტიპენდია
თანხა: 200-400 ლარი თვეში
თანხა ჩაირიცხება ყოველთვიურად სტუდენტის სადებეტო/საკრედიტობარათზე(შესაბამის
საბანკო ანგარიშზე).
4) KIU ბარათი (კვების დაფინანსება)
თანხა: 100 ლარი თვეში.
KIU-ს კამპუსზე არსებულ მაღაზიაში, კაფეტერიაში, საკვები და გამაგრილებელი სასმელის
აპარატებში გამოყენებისთვის.
სტუდენტი მიიღებს KIUბარათს შესაბამისი თანხით,რომელიც ჩაირიცხება ყოველი თვის
დასაწყისში.
KIU-ში სწავლის და ცხოვრების საფასური
საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის KIU-ში სწავლის გადასახადია 2250 ლარი, ხოლო,
საცხოვრებელი ხარჯი მერყეობს და შეადგენს თვეში 250-500 ლარს
დეტალური ინფორმაცია იხილეტ ბმულზე: სტუდენტური გრანტების ფონდი