განათლების კომიტეტი დღეს, 7 სექტემბერს ზოგადი განათლების კანონში შემავალ ცვლილებებს განიხილავს.
კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ის კომიტეტზე წამოაყენებს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებული იქნება, მოაწყოს სამედიცინო პუნქტები.
მარგველაშვილის ცნობით, სკოლებმა უნდა დაიწყონ სამედიცინო პუნქტების შექმნა, 2023 წლის პირველ იანვრამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება.
თუ კომიტეტი პროექტს მხარს დაუჭერს, მისი ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ, ამ დროისთვის, ექიმი 400 სკოლას ჰყავს.