ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სავალდებულო კარანტინი 8 დღემდე შემცირდება

სავალდებულო კარანტინი 8 დღემდე შემცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა კომენტარი.როგორც გამყრელიძემ განაცხადა, განიხილებოდა რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი.

„საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება იყოს“, – ამბობდა გამყრელიძე.

 

 

იტვირთბა....