სენაკში კორონავირუსით ექიმი დაინფიცირდა.
ის კლინიკა როგორც კლინიკა „არქიმედეს“, ისე, საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე.
მათივე ცნობით, ცენტრში, 2 სექტემბერს მორიგეთაგან, მედიკოსთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა PCR ტესტირება და ახლა 31 ადამიანი ანალიზის პასუხს ელოდებიან.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში Covid-19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.
სულ ქვეყანაში ახალმა კორონავირუსმა 1684 ადამიანი დააინფიცირა, მათგან 1315 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 27 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.