ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

COVID 19-ით ინფიცირებული მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ გარდაიცვალა

შემთხვევა, რომელიც ბუენოს-აირესში მოხდა 46 წლის მასწავლებელს, პაოლა დე სიმონეს უკავშირდება. პედაგოგმა, რომელიც ონლაინ-გაკვეთილებს ატარებდა, უცებ თავი შეუძლოდ იგრძნო და მოსაწვლეებს უთხრა, რომ სუნთქვა უჭირდა.  ინფორმაციას ამის შესახებ “მირორი” ავრცელებს.

“არ შემიძლია” – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა სასწრაფოს გამოძახება შესთავაზეს. მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ გარდაიცვალა. პაოლა კორონავირუსით იყო ინფოცირებული და სუნთქვა უჭირდა.

“გაკვეთილების დროს ის პერიოდულად ახველებდა, თუმცა აგძელებდა ლექციას. მან საუბარი იმით დაიწყო, რომ პნევმონია ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. შევატყე, რომ ის იმაზე უარესად იყო ვიდრე წინა გაკვეთილზე” – იხსენებს ერთ-ერთი სტუდენტი ანა ბრეკსია.

გარდაცვლილ მასწავლებელს ჰყავდა ქმარი და ქალიშვილი.

იტვირთბა....