ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

100 000 მოსახლეზე დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 0,7-დან 5,3 მეათედამდე გაიზარდა

ივლისში 100 000 მოსახლეზე დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 0,7 მეათედი იყო, სექტემბერში კი ის 5,3-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამგანაცხადა.

ეზუგბაია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებზე დაყრდნობით ერთმანეთს რამდენიმე თვის მონაცემებს ადარებს.

„ივლისის პირველ კვირაში ჩატარებულია 19440 PCR ტესტირება, აქედან დადასტურებული არის 27. გამოჯანმრთელებული – 36, ინციდენტობის მაჩვენებელი იყო 0,7 მეათედი, ანუ 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული იყო 0,7 მეათედი.

აგვისტოში ჩატარებული იქნა 32034 PCR ტესტირება, დადასტურებული გახლდათ 48, გამოჯანმრთელებული 57 და ინციდენტობის მაჩვენებელი იყო 1,2 მეათედი, ანუ თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაავადებულთა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე. სექტემბრის თვეში კი ინციდენტობის მაჩვენებელი 5,3 მეათედია“,- განმარტავს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ,ამდროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1315 ადამიანი, 19 პირი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....