aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ცერცვაძე: არსებობს თუ არა კოვიდ 19-ის ფართოდ გავრცელების საფრთხე საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ფართო გავრცელების საფრთხე არ არსებობს. როგორც მან თქვა, საქართველო წარმატებით აგრძელებს კოვიდ-19-თან ბრძოლას.

“მინდა დავამშვიდო მოსახლეობა. ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის. შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს არა იმაზე, რომ საქმე ცუდად არის, არამედ იმაზე, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულად გაუმკლავდეს კოვიდ-19-ს”. – აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, ვისაც უნდოდა დასვენება, ყველამ დაისვენა დაბრკოლებების გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს არსებული სისტემის მდგრადობაზე.

“საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა, ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ ვიქნებით და გვახსოვდეს, რომ საფრთხე არსებობს მთელ მსოფლიოში, ნაკლებად, მაგრამ არსებობს საქართველოშიც”. – ამბობს ცერცვაძე.

მისი განცხადებით, აუცილებელია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ასევე თავშეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. სულ კი ქვეყანაში Covid-19-მა 1684 ადამიანი დააინფიცირა, მათგან 1315 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....