ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. ამასთანავე, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“. – აცხადებენ სააგენტოში.

იტვირთბა....