“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთაში იყო სამართლებელი, რომელზეც აღმოჩენილია მამაკაცის დნმ, ასევე ნაპოვნია დანა. ამის შესახებ მან თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა.
23 წლის პროგრამისტის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ახალგაზრდა ქალი დანას არ ატარებდა.
პირბადეზე, თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის წვეთების გარდა აღმოჩნელია უცნობი მამაკაცის დნმ, რომელიც არ შეიძლება იყოს თამარის ბიოლოგიური ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები.
ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.