ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განაახლებს

აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განაახლებს. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლები იმ ინსტრუქციებს დაემორჩილებიან, რაც აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მათ მისცა.

„აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდება სამუშაო ადგილს” – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ცნობისათვის, აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის გამო 5 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

იტვირთბა....