“ბუნებრივია ამას სამართალდამცავმა ორგანოებმა რაღაც რეაგირება და შეფასება უნდა მისცენ. ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ამით იმას არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდში ვიღაცამ გარისკოს და რაიმე ცუდი საქციელი ჩაიდინოს. ილოცონ დღე და ღამე, რომ ერთ დღეს არ ვთქვა, საქმიდან გავიწიე და დავამთავრე სამართლიანი ჩარევა, თორემ როგორც კი ამას ვიტყვი, რომ საქმეს ჩამოვცილდი და უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია, იმ ხალხს, ვისაც ვაჩერებ, ვეღარ გავაჩერებ.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.
ცნობისათვის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ რამდენიმე კვირის წინ, განაცხადა რომ საიდუმლო დაჯგუფება შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებას გეგმავს.