ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვის ეკუთვნის ავტომობილი რუსული ნომრით, რომელიც სუს-ის ეზოში ხშირად დგას

ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში, რუსული ნომრით ავტომობილი ხშირად დგას. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელებს, კოკი და გეგა ვერულიძეებს ეკუთვნით.

ძმები ახლა ბათუმში ცხოვრობენ, მანამდე კი, წლების განმავლობაში, რუსეთში იმყოფებოდნენ. “მთავარის” წყაროს ინფორმაციით, გეგა ვერულიძე, რომელიც “ეფესბეს” თანამშრომელი იყო, საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მალევე სუს-ში დეპარტამენტის და უფროსად დანიშნეს. მეორე ძმა, კოკი ვერულიძეც სუს-ში მუშაობს. რა თანამდებობაზე, უცნობია.

იტვირთბა....