ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში 47 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თანასოფლელებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო.

47 წლის მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....