სენაკის მუნიციპალიტეტში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
სუფრა ნოქალაქევის ციხე-გოჯთან, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზეა გაშლილი.
ღონისძიება რომ “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით იმართება, ამას პარტიის წევრი ლაშა დამენია ადასტურებს. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა გათვლილი.
“ჩამოდის პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ხვდება ამ ადამიანებს და ეგაა მთავარი ღონისძიება. დაცულია უსაფრთხოება კორონავირუსთან დაკავშირებით, გავლილი გვაქვს ყველაფერი ამიტომაც გაკეთდა ღია სივრცეში. დღეს არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც შტაბში იმუშავებენ ოფიციალურად.,”- აცხადებს პარტიის წევრი.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მატი შეგროვილი თანხით იმართება.