განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტებსი სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ ახალ რეკომენდაციებზე საუბრობს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, უნივერსიტეტებში სტუდენტები ვალდებულები იქნებიან 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვან და პირბადე ატარონ.
ჩხენკელის თქმით, თუ უნივერსიტეტი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, მაშინ გამონაკლისის სახით შესაძლებელი იქნება, საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილი დისტანციურად გაიმართოს.
“უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, ვინაიდან ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება.
დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან”. – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებსი სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.