დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლები კორონავირუსთან საბრძოლველად საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები.
ბევრად უკეთესად არიან მომზადებული სკოლები, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება და ყველამ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვას,”- განაცხადა გამყრელიძემ
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გამყრელიძის თქმიტ, ისინი პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.