პოლიციამ ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ის ცნობით, ბრალდებულს ასევე, ძარცვისთვის პირობითი სასჯელიც აქვს მისჯილი.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა ყოფილ ცოლს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- აცხადებს შსს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს