ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელმაც “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერზე იძალადა, დაკავებულია

სამართალდამცავებმა დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც პარტია “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერზე ფიზიკურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია ლელოს წევრზე ძალადობის ბრალდებით თბილისში, 1988 წელს დაბადებული პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავა

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა, 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიის წევრს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით.

პარტიის წევრის ცემის შესახებ, ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ Facebook-ის პირდაპირ ეთერში 4 სექტემბერს განაცხადა.

იტვირთბა....