გონიოში, გამნაღმველებმა ჭურვი ოპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ზღვაში ჭურვის არსებობის შესახებ სამართალდამცავებს მოქალაქეებმა აცნობეს.
ადგილზე სამართალდამცავები უკვე მივიდნენ და ტერიტორია ყვითელი ლენტი აქვთ შემოსაზღვრული.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენა-შენახვას გულისხმობს.