ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს უარს ეხმიანება და აცხადებს, რომ FBI საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ეს ამერიკულ ინტერესს წარმოადგენს.
ამასთან, ელჩის თქმით, FBI გამოძებაში მაშინ ერთვება, როცა საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება.
“ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ FBI არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი იურისდიქცია კი ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატებზე. რაც შეეხება, სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის საქმეებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეხება, ან ამერიკული ინტერესია საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება FBI-ს კომპეტენციაში არ შედის”, – აცხადებსელჩი.
შეგახსენებთ, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ FBI მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს