ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ადგენს.

როგორც პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, ბაჩალიაშვილის ცხედარში აღმოაჩნდა სხვადასხვა ტიპის მეტიკამენტები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

დადგინდა, ორმ ბაჩალიაშვილი სააფთიაქო ქსელსი იყიდა აღნიშნული მედიკამენტები. პროკურატურაში გაასაჯაროვეს ასევე ვიდეოანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს ბაჩალიაშვილი სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....