ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი “საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს გამოუვლინდა

ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ დაუდასტურეს.

ბანკის თანამშრომლები საკონდიტრო მაღაზია „დონაში“ იმყოფებოდა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

“ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდ-19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, საკონდიტროთა ქსელ “დონაში” კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დროისთვის, “დონას” კლასტერის ყველა კონტაქტი შესწავლილია.

იტვირთბა....