ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

3 სექტემბერს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. საკითხს მესამე მოსმენაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. ოპოზიცია ცვლილებებს არ ეთანხმება.

დღეს საუბარი იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და ეკა ბესელიას მიერ შემუშავებული ალტერნატიული წინადადებებზე, რასაც “ქართული ოცნება” არ ეთანხმება.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმრთება.

იტვირთბა....