“წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდათ და რა წაიღეს. რამდენი წელია ასე გრძელდება, ახალი ხომ არაფერია? კიბერშეტევა რუსეთის მხრიდანაა, აბა, ბურკინა ფასო ხომ არ იქნებოდა დაინტერესებული. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული აქტი. რა საიდუმლო უნდა ენახათ? ფეიკებს ანთავსებენ, ვითომ დამაჯერებლობა რომ შესძინონ და რა, ახალი ამბავია? სულ ასე არ იქცევიან? ჩვენ მიჩვეულები ვართ ყველანაირ შეტევას – პროპაგანდისტულს, კიბერს და ა.შ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, ტყუილად გაისარჯნენ.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ეროვნური ცენტრის გერენალური დირექტორის მოადგილე.
ამის შესახებ მან ambebi.ge-ს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა მოხდა.