“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილი: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს. მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, ინფორმაცია, რომელიც ინახება – ადამიანების პირადი მონაცემები, არის ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისაგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია.”
გია ვოლსკი – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა მოხდა.