ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა 60 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შედეგად ორი პირი, დედა-შვილი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე უხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.