ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამარცხვინოა, როცა ადამიანები პარლამენტში „ქართული ოცნების“ წყალობით მოვიდნენ და დღეს ტალახს ესვრიან პარტიის ლიდერს

ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას განცხადებით, , სამარცხვინოც, როცა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში “ქართული ოცნების” დამსახურებიტ მოვიდნენ,  ალახს ესვრიან პარტიის ლიდერს.

„ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს,”- აცხადებს თურნავა.

თურნავას თქმით, “ღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის უჩა მამაცაშვილის დასახელება, ემსახურება ალბათ, მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს ალბათ არც იცნობს.”

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკოსების მიერ ამ საკითხთან კონტექსტში უჩა მამაცაშვილის დასახელება, სრულიად უსაფუძვლოა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პიროვნებას, ვინც მის სახელს და გვარს აჟღერებს, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – შეიძინოს იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები. არანაირი დოკუმენტური დასაბუთება იმის, რომ უჩა მამაცაშვილი რამე კავშირშია ენერგეტიკაში არსებულ საკითხებთან და დენის იმპორტთან, არ გააჩნიათ და ეს ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ სხვაზე ტალახის სროლით თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა შეიძინონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის უღირსი საქციელი და თავად ამოისვრებიან ამავე ტალახში“, – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....