“უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული.