“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სოლოღაშვილი და ღარიბაშვილი, რომელთაც უშუალოდ ედებათ ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში. სოლოღაშვილმა რამდენჯერმე ჩაარტყა დანა თავში ცოტნე გამსახურდიას, ხოლო ღარიბაშვილმა რკინის ყავარჯენი ისეთი ძალით ჩაარტყა გამსახურდიას, რომ ეს ყავარჯენი გატყდა და შემდეგ დანის მსგავსი საგნით მიაყენა გულის არეში ჭრილობები.”
ამირან გიგუაშვილი – საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე თურქეთში გადიოდა.