ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსი დეპუტატის განცხადებით, ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.  ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების დამზადებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ლაბორატორიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“ , – განაცხადა შვიტკინმა.

დეპუტატმა კრემლის მიმართ ალექსეი ნავალნის საქმეზე ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს

იტვირთბა....