ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რატომ უნდა მემსახურო უფასოდ?… გასვენების დღეებში რომ დამინახავდა, საერთოდ არ შემოდიოდა” – ბაჩალიაშვილის ბებიას რამიშვილთან კითხვები აქვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას, რიტა ზურაბიშვილს ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი თქმით, რამიშვილი მას თავს არიდებს. ამის შესახებ მან  POSTV- სთან ისაუბრა.

“თვითონ მისულა ეს ადვოკატი, უთქვამს, მე მოვალო, თქვენი ტოლა შვილი მყავსო და უფასოდ მოგემსახურებითო. ახლანდელი ადვოკატები რომლებია, უფასოდ რომ გემსახურებიან? რატომ არ დაინტერესდი, რატომ უნდა მემსახურო მე უფასოდ? რატომ არ მოდის ახლა? ერთ დღესაც მოდის რამიშვილი, შემოვედი, აბა რას გვეტყვით ბატონო ადვოკატო მეთქი? დაავლო თავის ჩანთას ხელი და წავიდა.

მამისთვის უთქვამს, როცა ეგ ქალბატონი იქნება, არაფერს ვიტყვიო და არ მკითხოთო. გასვენების დღეებში მე რომ დამინახავდა, საერთოდ არ შემოდიოდა. მე ვუთხარი, გვარამია რომ მომიყვანეს, მეზობლად ქალბატონი მყავს და ვითომ იმასთან დაქალობს, იმან იცი რა მითხრა, ქალბატონო რიტა, რატომ ნერვიულობთ? მე ოჯახის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, ოჯახი მეუბნება და ვაკეთებო” – განაცხადა ბაჩალიაშვილის ბებიამ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....