„ჩემი მეორე და თურმე საჭმელს აკეთებდა, ეს ადვოკატი რომ მისულა. თეონასთვის უთქვამს, არავის გაკეთებული საჭმელი არ ჭამო, შეიძლება მოგწამლონო. რატომ უნდა მოეწამლა მაგალითად, დეიდას დისშვილი?! გეკითხებით, რა უნდა დაელევინებინა, რა უნდა გაეკეთებინა? ჩემმა დამ რომ გააკეთა საჭმელი, თეონამ არ ჭამა.”
რიტა ზურაბაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
ამის შესახებ მან POSTV- სთან განაცხადა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.