„ოჯახში მანამდე უკამათიათ რაღაცეებზე. ეს ბავშვი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. დედა რომ ვეღარ აჩერებდა, ისევ გამოუძახია პატრული. სიმთვრალეში ის კაცი (მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი) პათოლოგია. ცალკე ცხოვრობდა. მაგას ისანზეც აქვს ბინა, სამგან თუ ოთხგან აქვს. კარგახანია ეგენი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თამუნა სახლიდან დისტანციურად მუშაობდა. ძმა არქიტექტურულზე სწავლობს და მამამ თავისთან გადაიყვანა. გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი.”
რიტა ზურაბაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
ამის შესახებ მან POSTV- სთან განაცხადა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.