ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩხუბის დროს მამამისისთვის უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო” – ბაჩალიაშვილის ბებია

“რატომ დადიოდა ასე სოფელ-სოფელ? რატომ წავიდა? მამამისისთვის ისიც უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო. აი, მაშინ ჩხუბის დროს.”

რიტა ზურაბაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

ამის შესახებ მან POSTV- სთან განაცხადა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

იტვირთბა....