ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფასიანი თუ უფასო: დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი არ გამხდარა და პარკის გახსნის დღიდან არ წყდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება.

აღნიშნულ განცხადებას ადგილობრივი მედია საშუალება “Gurianews” ავრცელებს.

“დენდროლოგიური პარკის გახსნის დღიდან არ წყდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე შემოსვლა ფასიანია, ან სულ მალე გახდება.

ამ ტყუილის გავრცელების სიხშირე გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ამას ვინმე შეგნებულად აკეთებდეს. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ თემით სპეკულირება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახსნის დღიდან უფასოა ყველა დამთვალიერებლისათვის.

აქვე, შეგახსენებთ შემოდგომის სეზონის განახლებულ დროებს – სექტემბრიდან ჩვენს ტყე-პარკს შეგიძლიათ ესტუმროთ ყოველდღე, ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე”,_ წერია განცხადებაში

იტვირთბა....