ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს, 200-ლარი 200,000-მდე ბავშვს ჩაერიცხება” – პრემიერის მრჩეველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო, 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200 ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ კვირის განმავლობაში. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება.

სწორედ ამას უკავშირდება, პრემიერი მიერ გაცემული, ერთ კვირიანი დავალება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა

იტვირთბა....