ჩაქვში მდებარე Dreamland Oasis-ის სტუმარს, რომელიც საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ პირს ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მისივე თქმით, სასტუმროში მისი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს.
სტუმართან გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის გამო ჩაქვის “ოაზისში” შესვლა-გამოსვლა აკრძალულია.
ცნობისთვის, ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი” სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს ჩაიკეტა.