ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“სასტუმრო, სადაც ხალხი იწამლება… ბავშვი საავამდყოფოში გადაიყვანეს!”: ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინზე წერს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სასტუმროების თემაზე სოციალურ ქსელში წერს, სადაც მოქალაქეების კარანტინის რეჟიმში იმყოფებიან. მისი თქმით, კორონის ახალი ფაქტები დაფიქსირდა და ძალიან დაემთხვა დროში “ქართული ოცნების” განცხადებას, რომ კიდევ 21 მილიონი უნდა დახარჯონ სასტუმროებზე.

“გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი. მაგრამ მანამდე, ვიდრე კარანტინი ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ეს ქართული ოცნების წევრებს და მათთან დაახლოებულ ადამიანებს არ ეხებათ. ხალხი არ იწამლებოდეს. გავიგეთ რომ სასტუმროების ნაწილში კარგი კვებაა, მაგრამ სადღაც, ბავშვები იწამლებიან. “მე კარგად ვარ “პოზიცია ყველაზე არასწორია. მეც კარგად ვიყავი კარანტინში, ბევრად უფრო კარგად ვიდრე სახლში ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ გუშინ მოწამლული ბავშვი საავამდყოფოში გადაიყვანეს!

სასტუმროებს არჩევს ხელისუფლება. კარანტინიც მათი გადაწყვეტილებაა და შესაბამისად ყველას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. სასტუმრო, სადაც ხალხი იწამლება მათი არჩეულია. ემიგრანტებო, ბოლომდე თქვენთან ერთად ვარ ამ ბრძოლაში. ახლა უკვე ჩემი ეთერიც თქვენ დაგეთმობათ.

პ.ს. კორონის ახალი ფაქტები დაფიქსირდაო და ძალიან დაემთხვა დროში მათივე განცხადებას, რომ კიდევ 21 მილიონი უნდა დახარჯონ სასტუმროებზე. სასტუმროების ძირითადი ნაწილი, სადაც ხალხს კარანტინში ათავსებენ, ქართული ოცნების შემომწირვებელი, ანუ, მათი ახლობლები არიან”. – წერს ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....