მთავარი ციტატა

“თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად?” – PSP-ს მფლობელი

“დღეს ფარმაცევტულ სექტორში ხუთი დიდი კომპანიაა და ჩვენ ერთ-ერთი ვართ. თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რადგან მათი წარმოება მაღალტექნოლოგიური, ძვირად ღირებული პროცესია. თუ მედიკამენტი ხარისხიანია და დამზადებულია ევროპული სტანდარტებით, ის ვერ იქნება იაფი.”

კახა ოქრიაშვილი – PSP-ს მფლობელი,  პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დამფუძნებელი

როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, უცხოეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ იქაური პაციენტი ამას ვერ გრძნობს, რადგან მას შეძენაში დაზღვევა ეხმარება. მისი თქმით, ეს არის მთავარი გზა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

იტვირთბა....